Logo

გელა ხასაია - ჩემი სოლიდარობა ყველა დაკავებულს, ერთმანეთის დაჭმის დრო არაა, პირიქით, ჩვენი სიძლიერე ერთიანობაა

პოლიტიკა
74
Frontnews image description

ჩემი სოლიდარობა ყველა დაკავებულს, ერთმანეთის დაჭმის დრო არაა, პირიქით, ჩვენი სიძლიერე ერთიანობაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

“სალამი, გლდანის 98-ე საკნიდან. მზად ვიყავი და გააზრებული მქონდა, რომ ეს მოხდებოდა და ციხეში მომიწევდა ყოფნა, გამომდინარე აქედან ფსიქოლოგიურად მზად ვარ.

აქაურობა ჩემთვის უცნაურია, ყველაფერი უცნაურია, რასაც აქ ვხედავ და მესმის, მაგრამ მჯერა, რომ ეს დროებითია და მჯერა, რომ მალე დავუბრუნდები ნორმალურ ცხოვრებას რეჟიმის სხვა ტყვეებთან ერთად.

მადლობა იმ ხალხს, ვინც 4-ში ქუჩაში გამოვიდა, მადლობა იმათაც, ვინც 5-ში რუსთაველი გადაკეტა.

რუსთაველზე ყოფნა არის ის, რაც მინდა.

ნუ გავახარებთ რეჟიმს, ჩემი თხოვნაა - ჩამენაცვლოთ და იაროთ რუსთაველზე. 

ჩემი სოლიდარობა ყველა დაკავებულს. ერთმანეთის დაჭმის დრო არაა, პირიქით - ჩვენი სიძლიერე ერთიანობაა. 

მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ. ყველაფერი კარგად იქნება”, - წერს ხასაია. 

Advertisement