Logo

ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმი Triborough Film Festival-ის გამარჯვებული გახდა

კულტურა
521
Frontnews
ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმი Triborough Film Festival-ის გამარჯვებული გახდა

ქართველი რეჟისორის გიორგი მარკოზაშვილის მხატვრული ფილმი "სორო“ (The Burrow) Triborough Film Festival-ის გამარჯვებული გახდა.

7 ივნისს ნიუ-იორკში Triborough Film Festival-ის დაჯილდოება გაიმართა. ფესტივალზე გიორგი მარკოზაშვილის ფილმი "სორო“ სამ კატეგორიაში იყო წარდგენილი. ფილმმა გამარჯვება საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კატეგორიაში მოიპოვა.

ნიუ-იორკში გამართულ ფესტივალს ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ნიკო კანკია, ქართველი რეჟისორი გიორგი ტყემალაძე და კანის კინოფესტივალის დელეგატი გვანცა მხეიძე ესწრებოდნენ.

"სორო" მარკოზაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2025 წლის 24 აპრილს სტოკჰოლმში, შვედეთში გაიმართა. ფილმის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ქალია, რომელიც მოწმის სტატუსით სასამართლოში უნდა წარდგეს. მოწმეთა დაცვის სამსახური კი იძულებულია, იგი დროებით გადამალოს, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ფილმში მთავარ როლებს ოთარ მიქელაძე, დათა გოგიაშვილი, ლიკა გიორგობიანი, დავით ტყებუჩავა და ნიკო კანკია ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ „სორომ“ გამარჯვება შვედეთის, ინდოეთის, საფრანგეთისა და იაპონიის ფესტივალებზეც მოიპოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები