Logo

გერმანია ნატოზე რუსეთის თავდასხმისთვის ემზადება

მსოფლიო
420
Frontnews image description

გერმანია მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ნატოს ქვეყნებზე თავდასხმამდე ორი-სამი წელი დარჩა და ქვეყანა, როგორც ალიანსის მთავარი წევრი, მოვლენების ეპიცენტრში იქნება, - ამის შესახებ გერმანიის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯერალდ ფუნკემ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფუნკე მიიჩნევს, რომ ორ ან სამ წელიწადში შეიძლება ველოდოთ სცენარს, როდესაც რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, ლოგისტიკა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, რადგან ნატოს ათიათასობით ჯარისკაცის ფრონტზე გადაყვანა იქნება საჭირო.

თუმცა, ლოგისტიკური მარშრუტები, სავარაუდოდ, დაზიანდება რუსული რაკეტებისა და დრონების თავდასხმების, დივერსიების ან კიბერშეტევების შედეგად. ამ სცენარში გერმანია ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი იქნება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანია შევინარჩუნოთ, როგორც ლოგისტიკური ცენტრი და რაც შეიძლება დიდხანს შევძლოთ მიწოდების ხაზების რაც შეიძლება შეუფერხებლად მართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი მარშრუტი ჩავარდება, ჩვენ შევძლებთ სხვების გამოყენებას“, - განმარტა გენერალმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა შესაძლოა, დაჭრილების დიდი რაოდენობა გახდეს. ბუნდესვერს მხოლოდ ხუთი საკუთარი საავადმყოფო აქვს 1800 საწოლით და ისინი სწრაფად გადაიტვირთება. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება სამოქალაქო საავადმყოფოების ოთხ ნაწილად დაყოფის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში დაჭრილების განსათავსებლად იქნება განკუთვნილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები