
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" სავარაუდოდ, თვითონ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე მიუთითებს ბოდიშის კამპანია და შემდგომი განცხადებები.
"მადუროს რეჟიმი იყო "ქართული ოცნების" მოკავშირე. "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის, რომ რომელიმე ქვეყანას უკან წააღებინოს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებად აღიარება.
ის ბოდიშის კამპანია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყეს და შემდეგი განცხადებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, თვითონ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს