
ავტორი
Front News საქართველო
მედროვეებთან გვაქვს საქმე, საერთოდ, რა ხალხია, ვინ არიან, რა უნდათ, აბსოლუტურად გაუგებარია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პატრიოტიზმზე, ტრადიციების დაცვაზე საუბრობენ მაშინ, როცა საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის ნამდვილი ქართული ტრადიცია.
"მედროვეებთან გვაქვს საქმე, საერთოდ, რა ხალხია, ვინ არიან, რა უნდათ - აბსოლუტურად გაუგებარია. ისინი უპრინციპო და გაუგებარი ადამიანები არიან და თან ყელყელაობენ რელიგიურობაზე, პატრიოტიზმზე, ტრადიციების დაცვაზე, როდესაც საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის ნამდვილი ქართული ტრადიცია.
გარდა ამისა, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ ჩვენ რუსეთში გვაქვს მთლიანად ტანი და თავი და ჩვენთან რაიმე ინტერესი თუ ექნებათ, პირდაპირ კრემლში დაალაგებენ, ამათ რა უნდა ელაპარაკონ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს