Logo

გია ხუხაშვილი - თბილისში პულსი არ ესინჯება ხელისუფლებას, მათი მოგების ერთადერთი შანსია, რომ დასხდნენ და დაწერონ ოქმები, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ

პოლიტიკა
296
Frontnews image description

თუ ვიბრძოლებთ, რომც წავაგოთ, საბოლოოდ დაიმარხება ხელისუფლება. ეს არის ბრძოლის ველი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა არის საბრძოლო სივრცე.

"არჩევნების დღე არის დღე, როდესაც ძალაუფლება - ხმის მიცემის უფლება ხალხს უბრუნდება, იმ დღეს ხალხის ხელშია ეს ძალაუფლება. ეს არის საბრძოლო სივრცე. მე არ ვამბობ, რომ შედეგი გარანტირებულია, მაგრამ ეს არის ბრძოლის ველი, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს და უნდა იბრძოლოს ამ დღეს, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებას ვერ გამოაცხადებს.  200 დღე ხომ გავათენეთ, ის ერთი დღეც გავათენოთ და არც ერთი გაყალბებული ოქმი უბნიდან არ უნდა გამოვიდეს.

თუ ვიბრძოლებთ, რომც წავაგოთ, საბოლოოდ დაიმარხება ხელისუფლება. პირიქით ლოგიკით რომ საუბრობენ ადამიანები, არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაციას ვაძლევთ ხელისუფლებასო, თქვე კაი ადამიანებო, თბილისში პულსი არ ესინჯება ხელისუფლებას, მათი მოგების ერთადერთი შანსია, რომ დასხდნენ და დაწერონ ოქმები, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ და თუ მაინც გააკეთეს, ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ - ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Advertisement