გია ხუხაშვილი - ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ავტორი
Front News საქართველო
ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რა საფრთხეებზეა საუბარი.
"ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შესაძლოა, ირანის მიერ აშენებული ქსელი იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდეს ჩვენს თეთრ, თუ რუხ ეკონომიკურ სისტემებში, რომ ქირურგიული ჩარევაც კი არ აღმოჩნდეს ეფექტური მისი მეტასტაზების მოსაშორებლად.
რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს, არა მგონია ამის ახსნა საჭირო იყოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური სანქციები და მკაცრი იზოლაცია გამოაცხადა.
თაგები:
გია ხუხაშვილი




