გია ნოდია - შედარებით უფრო რეალისტური არის ის, რომ გაიყინოს სამხედრო დაპირისპირება იმ ხაზზე, რომელიც ახლა მხარეებს უკავიათ


ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ ტერიტორია უნდა გაიყოს და სამწუხაროდ, რაღაც ნაწილი რუსეთს დარჩება, ეს გარდაუვალია. ამ მოლაპარაკებებზეც, ალბათ, ეს იქნება ძირითადი საკითხი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ პუტინს და ტრამპს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შედარებით უფრო რეალისტური არის ის, რომ გაიყინოს სამხედრო დაპირისპირება იმ ხაზზე, რომელიც ახლა მხარეებს უკავიათ.
"შედარებით უფრო რეალისტური არის ის, რომ გაიყინოს სამხედრო დაპირისპირება იმ ხაზზე, რომელიც ახლა მხარეებს უკავიათ, მაგრამ მთავარი არის არა მხოლოდ ის, თუ სად გავა გამყოფი ხაზი, გასაგებია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გავა, მაგრამ მთავარია უსაფრთხოების გარანტიები - გრძელვადიანი მშვიდობა, რაც არანაკლებ აღელვებს პუტინს. პუტინისთვის გარკვეული ტერიტორიების გარდა მნიშვნელოვანია, ამ ომში გამოჩნდეს გამარჯვებული, ყოველ შემთხვევაში, შეძლოს იმის ილუზიის შექმნა, რომ გამარჯვებულია. თუ უკრაიანა გახდება ევროპის ან ნატოს კავშირის წევრი, მაშინ ეს პუტინის მარცხი გამოვა და ამის პრევენცია არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი.
პუტინი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ფილანდიზაცია მოხდეს - უკრაიანა სახელმწიფო იყოს, მაგრამ შეზღუდული სუვერენიტეტით საგარეო საქმეებში, ნეიტრალური სტატუსით - ეს უნდა პუტინს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ სურს უკრაინას, რადგან ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მისი მისი უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ, ჩემი აზრით, ჭიდაობა ამაზე მიდის. ის, რომ ტერიტორია უნდა გაიყოს და სამწუხაროდ, რაღაც ნაწილი რუსეთს დარჩება, ეს გარდაუვალია. ამ მოლაპარაკებებზეც, ალბათ, ეს იქნება ძირითადი საკითხი, ჩემი აზრით.
ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ წარმატებას მიაღწიოს და დანარჩენი უკვე გარემოებებზეა დამოკიდებული. ცხადია, რომ მხოლოდ თუნდაც მისი და პუტინის ნებით ეს სამომავლო მშვიდობის და უსაფრთხოების ფორმულა ვერ შეიქმნება უკრაინისა და ევროპის გარეშე. კი, ტრამპი შეიძლება შეეცადოს შედარებით ცუდი ვერსიის თავს მოხვევას უკრაინისა და ევროპელებისთვის, რომ მშვიდობა გამოცხადდეს და ქულა ჩაიწეროს, რომ ტრამპმა ომი გააჩერა, მაგრამ მე არ მგონია, რომ უკრაინაც და ევროპელებიც დათანხმდნენ საკითხის ისეთ გადაწყვეტას, რომელიც იქნება უკრაინისთვის არა მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა, რომელიც გარდაუვალია, სამწუხაროდ, არამედ როგორც სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური დასუსტება", - განაცხადა გია ნოდიამ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე ხვალ გაიმართება.
თაგები:
გია ნოდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს