
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც საქართველოს სჭირდება, "ქართულ ოცნებას" არ შეუძლია.
"საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ძალაუფლებას - ივანიშვილს და მის ფულს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, ხალხს. საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ყველაფერი კი ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიქნებით, მათ შორის ვერც საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შეხვდნენ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს