Logo

გიორგი ბარამიძე - გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას

პოლიტიკა
542
Frontnews image description

“რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ გმირთა მოედანზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე შეურაცხმყოფელ წარწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

“უკრაინაში, საქართველოს მტრის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული ჩვენი პატრიოტების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ კოლაბორანტული, მოღალატური და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოში ატარებს ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა.

დარწმუნებული ვარ, ის ვანდალები და ბარბაროსები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, აუცილებლად მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

Advertisement