
ავტორი
Front News საქართველო
"ოცნება" სუვერენიტეტზე ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მათ უნდათ, ქვეყანამ დაკარგოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ეს არის კრემლში დაწერილი გეგმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და პუტინის ინტერესი საქართველოს დაშლაა.
"ეს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა, რომლის სათავეში არის ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქი, ნამდვილად არ წარმოადგენს საქართველოს არც სახელს და არც სახეს. ამ 13 წელში ვისაც რისი გაგება და დანახვა უნდოდა, კარგად დაინახა და გაიგო, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ინტერესი, საქართველოს ბედი, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ქვეყნის ინტერესს ეხება, არ აინტერესებთ, ამათ აინტერესებთ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში და ეს ძალაუფლება გამოიყენონ სათავისოდ. აქ თავიდან ბოლომდე ემთხვევა პუტინის და ამ რუსული ოცნების ინტერესები. მათი ინტერესია - პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის, რომ საქართველო ჩამოიშალოს ეკონომიკურად, დაინგრეს, დაკარგოს სუვერენიტეტი. "ოცნება" სუვერენიტეტზე ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მათ უნდათ, ქვეყანამ დაკარგოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ეს არის რუსული გეგმა, ეს არის კრემლში დაწერილი გეგმა, რომელსაც ასრულებს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს