
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთი საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს.
“საქართველოს ყველა მეგობარს ვესაუბრებით, როგორ გადავარჩინოთ საქართველო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდისგან, რომელსაც საქართველო მიჰყავს იზოლაციისკენ, მიჰყავს რუსეთისკენ. დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც, საქართველოს სხვა მეგობრები, მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რათა საქართველო იყოს ცივილიზებული, მშვიდობიანი, ევროპული ქვეყანა და არ უჭერს მხარს ამ რუსეთთან მოთანამშრომლე საქართველოს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
“ოპოზიციური ალიანსი” საქართველოში ბრიტანეთის ელჩს ხვდება.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს