Logo

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
311
Frontnews
გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
© United National Movement

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

"ამ პროკურატურას ერთხელაც არ მონდომებია, რომ რაღაცა გაერკვია, როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და რუსი დიქტატორი ლაპარაკობენ - საქართველომ დაიწყო ომიო. ეს ადამიანები ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ბოდიშს დამნაშავეები იხდიან, ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრების წინააღმდეგ? ჩვენი დანაშაული ის არის რომ ვიბრძოდით და სამშობლოს ვიცავდით?

ეს სიტყვა - ვხრეტდით, იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა. მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობენ. თუ ვინმე პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ბოდიშს ვუხდი. ვინც ამ პროპაგანდას წამოეგო, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ", - განაცხადა ბარამიძემ სასამართლო პროცესზე. 

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები