
ავტორი
Front News საქართველო
"ქართულ ოცნებას" ისეთი ნივთიერებები აქვს გამოყენებული შარშან ნოემბერ-დეკემბერში, რომელიც შორსაა საერთაშორისო სამართალთან, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გამოძიების ნაცვლად მისი იმიტაცია ჩაატარა.
"ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო სერიოზული ბრალდება. "ქართულ ოცნებას" ისეთი ნივთიერებები აქვს გამოყენებული შარშან ნოემბერ-დეკემბერში, რომელიც შორსაა საერთაშორისო სამართალთან.
ჩვენ ვნახეთ გამოძიებობანა, რომელიც ორ დღეზე პასუხის გაცემის მცდელობა იყო, ისიც სწრაფ-სწრაფად, ამის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეს საკითხი ჩაეფარცხათ და რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას, არადა პირიქითაა, ამ მძიმე საკითხს სჭირდება პასუხის გაცემა და ამას ამბობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ამას ამბობენ საქართველოს პარტნიორები", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
თაგები:
გიორგი ბურჯანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს