გიორგი ბუტიკაშვილი - ამ ჩანაწერით უკვე დოკუმენტურად დასტურდება ის, რომ "ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური ხელისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
ამ ჩანაწერით უკვე დოკუმენტურად დასტურდება ის, რომ "ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური ხელისუფლება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პოტენციურად ამუშავდება სანქციები.
"ამ ჩანაწერით უკვე დოკუმენტურად დასტურდება ის, რომ "ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური ხელისუფლება და რომ მის წინააღმდეგ პოტენციურად ამუშავდება სანქციები.
დოკუმენტურად დადასტურებული კანონში ჩაწერილი დებულება, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური ხელისუფლება, რუსული კოშმარი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და არ დგამს ნაბიჯებს დემოკრატიული პრინციპების გასამყარებლად, არის მოსამზადებელი საფუძველი და ასევე, კანონპროექტულად შესაძლებელს ხდის ამის დამტკიცების შემდეგ "მეგობარი აქტის" ფრაგმენტების შესახებ ზუსტად იმავენაირი პროცედურით მოხვდეს აშშ-ის შიდა კანონში და ამით დასანქცირდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს