გიორგი გაბუნია - ყველანაირად ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს


ავტორი
Front News საქართველო
ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, ომში ჩართვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც მან პოლიტსაბჭოს სახელით გაავრცელა.
"ჩვენ ვხედავთ რამხელა ადამიანური ტრაგედია ხდება ყოველდღიურად უკრაინაში, როგორ იხოცებიან უკრაინის მოქალაქეები. ამ ფონზე საქართველოს მიმართ გაიზარდა და არასოდეს შემცირებულა მავნებლური ინტერესი, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი.
ჩვენ ვხედავთ დღეს მოცემულობას, რომ ევროპის ის რადიკალი პოლიტიკური ძალები და რადიკალი ბიუროკრატები, რომლებიც ყოველდღიურად აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
თაგები:
გიორგი გაბუნია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს