გიორგი გაბუნია - როგორც კი ნებისმიერი ქმედება გაცდება კანონის ჩარჩოებს, კანონი სრული სიმკაცრით გასცემს პასუხს


ავტორი
Front News საქართველო
"4 ოქტომბერი იქნება, თუ შემდგომი პერიოდი, საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნას მშვიდობის რისკები“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, "რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გაცდება კანონის ჩარჩოებს, კანონი სრული სიმკაცრით გასცემს პასუხს“
"პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვა რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, მათ არანაირი შანსი იმისა, რომ რაიმე შეცვალონ ან საფრთხე შეუქმნან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, არ აქვთ. მათ ჰყავთ კონკრეტული დახელფასებული პარტაქტივი, რომელთა შეკრებასაც ახერხებენ, რუსთაველზე იქნება თუ მელიქიშვილის გამზირზე და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი რესურსი. მათ არ გააჩნიათ საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოების მხარდაჭერა ვის აქვს, ამას საზოგადოება თავად დააფიქსირებს 4 ოქტომბრის არჩევნებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერი მოხდება არც 4 ოქტომბერს, არც 5 ოქტომბერს. საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ამ პროცესს ვერავინ ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა გაბუნიამ.
თაგები:
გიორგი გაბუნია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს