გიორგი მარგველაშვილი – არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ სხდომა ჩაატარონ


ავტორი
Front News საქართველო
მე წარმოვადგენ იმგვარ ფლანგს, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა, ამომრჩევლის უმრავლესობას. უმრავლესობას ადამიანებისა, რომლებმაც აირჩია ხელისუფლება და მათ ამის უფლება წაართვეს მოსკოვის სპეცოპერაციის შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა განხორციელდეს მასობრივი, ძალიან დიდი შეკრებით ადამიანებისა, რომლებიც არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფარსი და ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარება.
“მე წარმოვადგენ იმგვარ ფლანგს, რომელიც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა, ამომრჩევლის უმრავლესობას. უმრავლესობას ადამიანებისა, რომლებმაც აირჩია ხელისუფლება და მათ ამის უფლება წაართვეს მოსკოვის სპეცოპერაციის შედეგად. 25 სიმბოლურია, 25 თებერვალი იყო მაშინ, როდესაც საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის გაფორმება მოხდა. მინდა ვთქვა, რომ აქ რამდენიმე პოლიტიკური მიზანია. პირველი, არცერთი ოპოზიციური ძალა არ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ზურგი შეაქციოს ამ ტყუილს და „ქართული ოცნება“ მარტო დატოვოს. ამას მოჰყვება მეორე პოლიტიკური მიზანი, რომ ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც იბრალებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მართვის მანდატი მისცა, არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ სხდომა ჩაატარონ. ეს უნდა განხორციელდეს მასობრივი, ძალიან დიდი შეკრებით ადამიანებისა, რომლებიც არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფარსი და ხელისუფლების მიტაცების რიტუალური გადაბარება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა