გიორგი ქადაგიძე – ხელისუფლებას ელის კრიზისები, პოლიტიკური, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება და ეკონომიკური


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებას ელის კრიზისები – პოლიტიკური, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება და ეკონომიკური. წინააღმდეგობაა საჭირო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა ხელისუფლებაზე წნეხი.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, იმისათვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი ერთობა შესრულდეს – გარედან წნეხი არაღიარების თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიულ სამყაროში არ არ აღიარებს არავინ და არაღიარებული ერთპარტიული სახელმწიფოს მართვა არის ურთულესი და მეორე მხრივ, საჭიროა შიდა წნეხი – ვერ შეიკრიბოს პარლამენტი, ვერ იფუნქციონიროს და საჭიროა ამისთვის მოვბილიზდეთ ყველანი იმ კულმინაციურ დღეებში, როდესაც ეს იქნება საჭირო.
ხელისუფლებას ელის კრიზისები, პოლიტიკური, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება და ეკონომიკური. წინააღმდეგობაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
თაგები:
გიორგი ქადაგიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს