გიორგი რუხაძე - მადიარს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალოს, რაც ორბანის დანატოვარია და რაც ქვეყანას სერიოზულად ხევს უკან

ავტორი
Front News საქართველო
პეტერ მადიარს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალოს, რაც ვიქტორ ორბანის დანატოვარია და რაც ქვეყანას სერიოზულად ხევს უკან, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიქტორ ორბანის მმართველობის დასასრული უნგრელი ხალხის დამსახურებაა.
"პიტერ მადიარს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალოს, რაც ვიქტორ ორბანის დანატოვარია და რაც ქვეყანას სერიოზულად ხევს უკან. მას აღარ ექნება იმაზე საწუწუნო, რომ რაღაცას ვერ აკეთებს იმიტომ, რომ რაღაც უშლის ხელს. მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს - ეს არის უნგრელი ხალხის დამსახურება, მათ მისცეს ახალგაზრდა კაცს მანდატი, ეს კი მოხდა ორბანის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ.
ვიქტორ ორბანის მმართველობამდე უნგრეთი იყო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა და ორბანის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ უნგრეთი გახდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, რომელიც დღეს რუმინეთის და ლატვიის დონეზეა ერთ ადამიანზე საერთო შემოსავლის მიხედვით", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.
თაგები:
გიორგი რუხაძე




