
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგა ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ უბედურებაში არ შეეყვანა ქვეყანა, საკუთარი თანამოქალაქეები გაწირეს წინასწარ წაგებულ ომში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
"მოსახლეობის გაყვანა ქალაქიდან გასაგებია, რომ მოუწოდა, მაგრამ კიევის და ზოგადად უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ უბედურებაში არ შეეყვანათ ქვეყანა და უამრავი ადამიანი არ გაეწირათ, საკუთარი თანამოქალაქეები გაწირეს წინასწარ წაგებულ ომში როდესაც შეგყავს, უთანასწორო ომში, რომელიც იცი, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფით, შენი ქვეყნის ტერიტორიების ახალი ნაწილების ჩამოცილებით და მოსახლეობის განადგურებით დამთავრდება და ხელისუფლებაში ხარ ამ დროს, გონიერებას უნდა მოუხმო და შენი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს გონიერება არ გააჩნიათ და სახეზეა შედეგი, რამაც ეს ქვეყანა მიიყვანა სრულ კატასტროფამდე“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაბომბვის შედეგად გათბობის სისტემის მასშტაბური გამორთვის ფონზე, მოსახლეობას მოუწოდა, დედაქალაქი დროებით დაეტოვებინათ.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს