Logo

გიორგი თავდგირიძე - სამშვიდობო მოლაპარაკება რუსული თამაშია, სადაც ტრამპიც შიგადაშიგ მოტყუვდება და პუტინის სათამაშოდ იქცევა ხოლმე

უკრაინაპოლიტიკა
52
Frontnews image description

ყველა საექსპერტო წრე ამას ამბობს, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა, შანსი არ არსებობს, რომ პუტინმა რაიმე ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებას მოაწეროს ხელი, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკება რუსული თამაშის ნაწილია.

"ვითარება არ დამძიმებულა, ის არის სტაბილურად მძიმე, სადაც უკრაინა ახერხებს, გაუმკლავდეს არა მხოლოდ ომის პრობლემას, თუმცა ომის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, ვერ იტყვი, რომ ვითარება შემსუბუქდა.

რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებას, სამწუხაროდ, ეს რუსული თამაშია, სადაც ტრამპიც შიგადაშიგ მოტყუვდება და პუტინის სათამაშოდ იქცევა ხოლმე, როცა იმედი აქვს, რომ მშვიდობასთან ახლოს არიან, მაგრამ ყველა საექსპერტო წრე ამას ამბობს, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა, შანსი არ არსებობს, რომ პუტინმა რაიმე ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებას მოაწეროს ხელი იმიტომ, რომ რუსეთში ძლიერადაა წარმოდგენილი ომის პარტია და ნებისმიერი, თუნდაც თეორიული მანევრისთვის დათანხმება მშვიდობაზე, უიმედოა", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

Advertisement