გიორგი ვაშაძე - 26 მაისს, 19:00 საათზე დავიძვრებით უნივერსიტეტიდან და მივალთ რუსთაველზე, რასაც ვატყობ, ბევრი ხალხი იქნება

ავტორი
Front News საქართველო
26 მაისს, 19:00 საათზე დავიძვრებით უნივერსიტეტიდან და მივალთ რუსთაველზე, იქ შევიკრიბებით. დღეს რასაც ვატყობ, ბევრი ხალხი იქნება, ბევრი მოდის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა და ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისამდე ყოველ დღე ექნებათ მსვლელობები მთელ ქალაქში.
"26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე დავიძვრებით უნივერსიტეტიდან და მივალთ რუსთაველზე, იქ შევიკრიბებით. დღეს რასაც ვატყობ, ბევრი ხალხი იქნება, ბევრი მოდის. ასე, რომ ვინც გვიყურებს ვეუბნებით, რომ არ გამოგრჩეთ, თქვენც უნდა მოხვიდეთ იმიტომ, რომ ერთად შეგვიძლია გამარჯვებას მივაღწიოთ, ერთ მუშტად შეკრულ ქართველს ერს ვერავინ წინ ვერ აღუდგება.
მოვიარეთ ქუჩები, დანაწილებული ვართ სხვადასხვა ადგილებში, ხვალ უკვე სხვა ადგილას ვიქნებით და ყოველ დღე გვექნება ასეთი მსვლელობები მთელ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ, ჩამოვართვათ ხელი, მოვიწვიოთ 26-ში და შევთავაზოთ საყოველთაო ერთიანობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




