
ავტორი
Front News საქართველო
26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, უნდა ვეცადოთ ყველა, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი და ვნახოთ, რა შეუძლია ერთობას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მოქმედების დროა.
"26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, უნდა ვეცადოთ ყველა, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი და ვნახოთ, რა შეუძლია ერთობას.
მსვლელობა უნივერსიტეტიდან იქნება, მივალთ პარლამენტის წინ და იქ იქნება გარკვეული კომპონენტები, სადაც დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის განსხვავებული მიდგომა, ვიდრე აქამდე აქციებზე იყო ხოლმე. ჩვენი მიზანია, რომ აქციაზე შეკრებილებისგან ოპოზიციის ალიანსმა მიიღოს მანდატი იმისათვის, რომ ჩვენ ბრძოლა კიდევ უფრო გავაფართოოთ, გავძლიერდეთ და ახალი ძალებით ვიბრძოლოთ. ახლა მოქმედების დროა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს