გიორგი ვაშაძე - ვიწყებთ მეორე ფაზას საერთო ეროვნული მობილიზაციის, ნელ-ნელა ყველგან მივალთ

ავტორი
Front News საქართველო
ვიწყებთ მეორე ფაზას საერთო ეროვნული მობილიზაციის, რომლის ძირითადი სახელწოდება არის - "საქართველო იმსახურებს უკეთესს". ნელ-ნელა ყველგან მივალთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნელ-ნელა ოპოზიციის ალიანსი გავა თბილისის გარეთ და მოქალაქეებს პრობლემებზე და მათ საჭიროებებზე გაესაუბრებიან.
"ყოველი დღე უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გუშინდელი დღე შედგა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ვინც მოვიდა გუშინ. მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ და ამ ნდობას არ გაგიცრუებთ არავითარ შემთხვევაში.
ალიანსის ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზა, მინდა, ღიად ვთქვა, რომ ვიწყებთ მეორე ფაზას საერთო ეროვნული მობილიზაციის, რომლის ძირითადი სახელწოდება არის - "საქართველო იმსახურებს უკეთესს". ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, ვისაც ჩვენ ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, რა გულის თქმა ჰქონდათ მათ და ვფიქრობ, რომ სწორი გზავნილია კამპანიის, რომელსაც გავააქტიურებთ რამდენიმე დღეში, გავააქტიურებთ, ალბათ, რამდენიმე დღეში, გვექნება მოსამზადებელი სამუშაოები. მეორე ფაზის მთავარი სათქმელი არის მეტი და მეტი და უფრო ღრმა კომუნიკაცია ხალხთან. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, გვესმის ის, რაც მათ აწუხებთ.
ჩვენ გარდა კომუნიკაციისა, გვექნება ბევრი თემა, რომელშიც ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია აიღოს ქვეყნის მმართველობა თავის თავზე, არამედ გასცეს ყველა იმ პრობლემას პასუხი, რომელიც ხალხს ძალიან აწუხებს.
ნელ-ნელა ყველგან მივალთ. თქვენ ნახეთ, რომ ბოლო ორი კვირაა არ გავჩერებულვართ, ეს იყო დედაქალი, ჩვენ ღიად ვთქვით, რომ პირველი ეტაპი იქნებოდა დედაქალაქი. შემდეგი იქნება მთელი საქართველო და ვაჩვენებთ, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენსა და საზოგადოებას შორის და ამან გამოიწვია დადებითი კულმინაცია, რომელიც იყო გუშინ.
ჩვენ გვსურს საზოგადოების, ქართველი ხალხის გამთლიანება, ერთ მუშტად შეკვრა, მათ კი - გათითოკაცება. მე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს არასდროს არ მოვიხსენებ ისე, როგორც ისინი იხსენიებენ ჩვენსას. ჩემთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე.
მივმართავ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს - დააკვირდით ჩვენს და "ქართული ოცნების" განცხადებებს. რამდენიმე ათეულ ადამიანს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას. ვიწყებთ ახალ ფაზას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




