გიორგი ვოლსკი - 2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
"ცნობისათვის:
უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში.
სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, საიდანაც 800-მდე მოსწავლემ დაასრულა მე-11 კლასი ან დაბრუნდა უკრაინაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე. ამათგან 1383 მოსწავლე სწავლობს უკრაინულ სექტორზე, ხოლო დანარჩენი - რუსულ სექტორზე. დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.
2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, - წერს გიორგი ვოლსკი.
თაგები:
გიორგი ვოლსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა