Logo

გიული ალასანია - როგორ გამოუკეთდა ჯანმრთელობა, მე რამდენადაც ვიცი, კარგა ხანია, არავითარი შემოწმება არ ყოფილა

საზოგადოება
222
Frontnews image description

მიზეზად თქვეს, რომ ჯანმრთელობა გამოუკეთდაო. მე რამდენადაც ვიცი, კარგა ხანია, არავითარი შემოწმება არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მან ამის შესახებ ტელეფონით შეიტყო.

"მე გავიგე ტელეფონით, "ვივამედიდან" დაკავშირება არ ყოფილა. მიზეზად თქვეს, რომ ჯანმრთელობა გამოუკეთდაო და როგორ გამოუკეთდა, მე რამდენადაც ვიცი, კარგა ხანია, არავითარი შემოწმება არ ყოფილა", - განაცხადა გიული ალასანიამ "ფორმულასთან".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

Advertisement