
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და UNESCO-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს ლიდერები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი იყო 2022 წლის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეჯამება და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ხარისხიანი განათლების მიღწევის პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა.
სამიტს ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენთან.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს