გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
გლდანი მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თაგები:
სუიციდი




