გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონია

ავტორი
Front News საქართველო
ალბანეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ (U20) ჩემპიონატზე ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა 94 კგ წონით კატეგორიაში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ახალი რეკორდებიც დაამყარა
სპორტსმენმა ატაცში 149/166 კილოგრამები დააფიქსირა, რის შედეგადაც ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად რეკორდის დამყარებაც შეძლო.
ქართველმა აკვრაში კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრა და კვლავ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ რეკორდი დაამყარა.
თაგები:
გოგა ჯაჯვანი




