გორში სროლის შედეგად დაჭრილი მეორე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
გორის სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მას სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია კლინიკა “გორმედში” ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რამდენიმე საათის წინ გორის სავაჭრო ცენტრში 1975 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაპირისპირება სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.
სროლის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.
ბრალდებული დაკავებულია.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს