ჰერჩინსკი - ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ყულევის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაციის გაცემასთან ერთად არწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
"საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. თუ მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცება იქნება საკმარისი წევრი ქვეყნებისთვის, რათა არ მოხდეს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები მიაღწევენ ერთსულოვნებას სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით მალე. ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი




