Logo

იგნატი - რუსეთმა კიევის ოლქს "ორეშნიკით" დაარტყა

უკრაინა
32
Frontnews image description

24 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქი РС-26 Rubezh (Oreshnik) საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი იური იგნატი ადასტურებს.

მისი თქმით, რუსებმა რაკეტა კაპუსტინ იარის პოლიგონიდან გაუშვეს. "ორეშნიკის" რაკეტა ბილა-ცერკვას რაიონს მოხვდა.

მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთი კიევსა და კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით ურტყამდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

თავდასხმამდე რამდენი საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ცნობით, რუსეთი ქვეყანაზე ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით“ დარტყმას ამზადებდა. მან უკრაინელებს მოუწოდა, განგაშის სიგნალებზე რეაგირება მოეხდინათ და თავშესაფარი ეპოვათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები