Logo

ილია წულაია - ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს, 14:00 სთ-მდე აეროპორტში მოსვლას, უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში

Frontnews image description

ბიზნესმენი, კოპმანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, კერძო რეისით უფასო გამოფრენას სთავაზობს.

"შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: დღეს, 3 მარტს 16:00 საათზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120-კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14:00-მდე აეროპორტში მოსვლას, გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს, ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში, ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით.

ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ. როგორც აღვნიშნე, რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით.

ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 23:00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ“, – წერს წულაია სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები