Logo

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა - დაკავებულია ორი პირი

სამართალისაზოგადოება
164
Frontnews image description

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა, - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

ახალი ამბების სააგენტო არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს არ ასახელებს.

ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

დაკავებულია ორი პირი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები