Logo

ირაკლი ანთაძე - დღესდღეობით სახეზე გვყავს 11 უკანონო დაკავებული, წინა შეხვედრიდან დღემდე, 7 უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი

კონფლიქტები
231
Frontnews image description

ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება არასრულწლოვნების ინციდენტსაც, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, წინა შეხვედრიდან დღემდე, 7 უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი.

"უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, სტატისტიკა წლის ამგვარი გახლავთ, რომ პირველი იანვრიდან დღემდე, დაფიქსირდა 23 უკანონო დაკავების შემთხვევა და მათ შორის დღესდღეობით სახეზე გვყავს 11 უკანონო დაკავებული. საანგარიშო პერიოდს რაც შეეხება, ვგულისხმობ, წინა შეხვედრიდან დღემდე, 7 უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი.

ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტს.

რასაკვირველია, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება არასრულწლოვნების ინციდენტსაც. მთავარია, რომ არასრულწლოვნები სახლში იმყოფებიან. საოკუპაციო ხაზის, სოფლის მიმდებარედ სეირნობდნენ ბავშვები, რა დროსაც ისინი დააკავეს.

დეტალები საინტერესოა, რა თქმა უნდა, მოვისმინოთ თავად იმ მხარისგან, რომელმაც განახორციელა ამგვარი ქმედება და სავარაუდოდ, მეტი დეტალის გაზიარების შესაძლებლობა შეხვედრის დამთავრების შემდეგ მექნება", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იწყება. მხარეები საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე, გატაცებების, დაკავებების და ბორდერიზაციის საკითხებზე იმსჯელებენ.

Advertisement