Logo

ირაკლი ბერაიას ქონებრივი დეკლარაცია

პოლიტიკა
267
Frontnews image description

იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე ირაკლი ბერაია სამი კერძო სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა მის საკუთრებაში მხოლოდ ერთი მანქანაა. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინას, ის მისი მეუღლის სახელზეა.

ბერაიას ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის ბოლოს აქვს შევსებული და როგორც ირკვევა, დაიბადა რუსეთში კერძოდ კი ქალაქ სანკტ-პეტერბურგში. ჰყავს მეუღლე მაია გეგეშიძე და ორი შვილი – არჩილი და მარიამი. ოჯახი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც მაია გეგეშიძის საკუთრებას წარმოადგენს და რომელშიც გადახდილია 81 000 აშშ დოლარი. თავად ირაკლი ბერაია კი ფლობს ავტომანქანა BMW-ს, რომელიც 2022 წლის ბოლოს 12 ათას დოლარად შეიძინა.

ასევე, როგორც დეკლარაციით ირკვევა, ყოფილ დეპუტატს “ქართუ ბანკში” 9 ანგარიში აქვს გახსნილი, თუმცა მხოლოდ ერთ ანგარიშზე აქვს 1960,81 ლარი, მის მეუღლეს კი “ქართუ ბანკში” ანაბრის სახით 3,500 ლარი აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი (დაჩი) ბერაია სამ კომპანიაში ფლობს წილებს. ესენია: შპს პროექტების მართვის კომპანია, შპს პმკ 2013 და შპს პმკ უძრავი ქონება. თითოეულ მათგანში 30-50 %-მდე წილის მფლობელია, თუმცა როგორც დეკლარაციით ირკვევა, მოგების სახით არცერთი ლარი არ აქვს მიღებული.

ირაკლი ბერაიამ პარლამენტარობის სახელფასო სარგო 2019 წლის განმავლობაში 58194,45 ლარი მიიღო. მისმა მეუღლემ კი როგორც “ქართუ ბანკის” განყოფილების უფროსის მოადგილემ – 48840,3 ლარი.

Advertisement