ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. გენერალთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, პირველი მრჩეველი მელიქე ილმაზ იოსკიპერი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ავიაკატასტროფის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში აღმოჩენილი მყისიერი რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის.
"გენერალ-ლეიტენანტი იაშარ ქადიოღლუ საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა და თურქული მხარის მიერ წარმოებულ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მწუხარება თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო.
შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


