Logo

ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს

პოლიტიკა
22
Frontnews image description

მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს, ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ უნდა შევაფასოთ, პირველ რიგში, ვინ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიას. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე საქართველოს ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება დააბრალეს და ეს განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთდა. შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. ამიტომ, მათთვის უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც სწორედ ეს ადამიანები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული, გამოიყენა საქართველომ მაგრამ, მაშინდელი დროისგან განსხვავებით, დღეს მათ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმიტომ, რომ დღეს საქართველო და საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა განვითარების დონეზეა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Advertisement