
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ, პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილ საქებარ პოსტებზე შეკითხვას გამოეხმაურა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სანამ ქართველი კაცი სამებაში, სხვა აღდგენილ ეკლესიებში, თეატრებში, უნივერსიტეტებში თუ სხვადასხვა რესტავრირებულ შენობაში შევა, ბიძინა ივანიშვილის კეთილი საქმეც სულ იარსებებს.
"სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, სანამ ქართველი კაცი უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ ქართველი კაცი რუსთაველის თეატრში შევა, ოპერის თეატრში შევა, მარჯანიშვილის თეატრში შევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევა, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა და მრავალ ადგილზე შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს