ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით


ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური იქნება ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე – ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს