Logo

ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი

პოლიტიკა
499
Frontnews
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ გვაქვს უამრავი საჯარო განცხადება გაკეთებული, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადი პასუხი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ კონკრეტულ თემებზე ამ კუთხით არ გვქონია საუბარი. უფრო პირველი და გაცნობითი შეხვედრა იყო და უფრო ზოგადი შინაარსის იყო ეს შეხვედრა. ზოგადად საუბარი გვქონდა ჩვენ ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები