
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
"ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3 %-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მივულოცო პროექტის ავტორებს და პარტნიორებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება და მინდა, ამ ძალიან მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება გისურვოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს