ირაკლი კობახიძე - დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული


ავტორი
Front News საქართველო
დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად, გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაიჭრა 9-კილომეტრიანი, უნიკალური გვირაბი, ასევე 2 უნიკალური ხიდი შენდება და ეს სამუშაოები დავათვალიერეთ ადგილზე. დაახლოებით წელიწად-ნახევარში უკვე ეს გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება. შესაბამისად, ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს ასევე დაათვალიერა დუშეთის რეაბილიტირებული სკოლა.
"განახლდა მთლიანად პირველი სკოლა და მინდა მივულოცო, პირველ რიგში ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს განახლებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყება. ასევე მცხეთაში ვიყავით, სადაც განახლდა მუზეუმი და მალე უკვე სრულად გაიხსნება ეს მუზეუმი. სრულად განთავსდება ექსპონატები. ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს