Logo

ირაკლი კობახიძე - დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა

პოლიტიკა
267
Frontnews
ირაკლი კობახიძე - დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად.

"ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები