Logo

ირაკლი კობახიძე ერევნის მერს შეხვდა

პოლიტიკა
145
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მათ შორის ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

Advertisement