ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი

ავტორი
Frontnews საქართველო
ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები.
"კონსტიტუციაში რაც წერია, ჩემი ხელით არის დაწერილი. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი. არის სერიოზული გამოწვევები, ამას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




