Logo

ირაკლი კობახიძე - ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს უცნაურია

პოლიტიკა
230
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს უცნაურია

ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს უცნაურია, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-სთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

"ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები. ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-სთან. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა, მათი ყურადღება არის გადატანილი პირიქით, კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები