ირაკლი კობახიძე - ევროპაში არის სერიოზული პრობლემები, საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე

ავტორი
Frontnews საქართველო
ევროპის მასშტაბით არის არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციები და რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს PSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი შეფასებით, ცალკეული ლიდერების რეიტინგები ევროპის მასშტაბით არსებული პრობლემების გამოძახილია.
"ზოგადად, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები. არსებითად ჩვენი საქმე ნაკლებად არის სხვა ქვეყნების ლიდერების რეიტინგებზე კომენტარის კეთება, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ პრობლემებს, რომლებიც არის ევროპის მასშტაბით. აქ საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს. დანარჩენი არის შესაბამისი საზოგადოებების და ქვეყნების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




