Logo

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
127
Frontnews
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით ქუმარ მიშრას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს ინდოეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვაჭრობის მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებაზე.

საუბარი შეეხო ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას. აღინიშნა ინდოეთიდან ვიზიტორთა ზრდის დინამიკა, ასევე ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები